|
ბავშვები მაშინვე ეზოში გაიფანტნენ. უფროსი ქალბატონები ჩრდილში დასხდნენ და საკმაოდ მალე უკვე დიდი ხნის ნაცნობებივით საუბრობდნენ. დედაჩემმა აქბარის დედას შესჩივლა რომ ორი შვილი გაზარდა, მაგრამ სიბერეში მაინც მარტო დარჩა, მხოლოდ ზამთარში ჩადის შვილებთან, ზაფხულობით კი ძირითადად მარტოა (თუ არ ჩავთვლით შაბათ-კვირას). აქბარის დედას რვა შვილი ჰყავს, მაგრამ ისიც იგივე დღეშია. ამიტომ დედაჩემი ირანში მიიწვია – ერთმანეთს ხმას მაინც გავცემთო. საუბრით კი ქართულად საკმაოდ გამართულად საუბრობს.
|