სტუდენტობა (1973-78)

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ავტომატიკის და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი
ელექტრონული გამომთვლელი მანქანები

ჯგუფი 842



30 წლის შემდეგ...

შეხვედრის ადგილი – სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია (ფოთოლასთან)
შეხვედრის დრო – 2009 წლის 17 ოქტომბერი, 14.00 (თბილისის დროით)


მარცხნიდან მარჯვნივ: დარეჯან წილოსანი, თინიკო მჭედლიძე, გოგი ბეგალოვი, ნუკრი ცირეკიძე,
თინიკო ბებურიშვილი, გიორგი ალავერდაშვილი, ნანა გოგიაშვილი, ნათელა ბაწელაშვილი,
თამრიკო ბიჭიაშვილი, რომან გელიაშვილი და რევაზ რევაზიშვილი.



      შეხვედრა ჩატარდა უმაღლეს დონეზე. იყო ბევრი სიხარული და ცოტა სევდაც... ყველამ ვიგრძენით, თუ როგორ მოგვნატრებია ერთმანეთი... ნათელა ბაწელაშვილს თან ჰქონდა ჯგუფის ალბომი, სადაც თვითოეულ ჩვენთაგანზე ცალკ-ცალკე გვერდები ჰქონდა გახსნილი. შეხვედრის მეორე ნაწილი დიღმის ტრასაზე გავაგრძელეთ, სადაც საოჯახო სამზარეულო "ბაღნარს" ვესტუმრეთ.















შეხვედრის ამსახველი ფოტო-სურათების მოწოდებისთვის
მადლობას ვუხდი ქალბატონ ნათელა ბაწელაშვილს


      P.S. მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთადერთი არასასიამოვნო შეგრძნება იყო დროის შეგრძნება... თუ არ გჯერათ, ჯერ ქვემოთ მოყვანილი გამოცანა წაიკითხეთ, შემდეგ მისი პასუხი და სულ ბოლოს კი ორ ფოტოს დახედეთ, რომელთა შორის სხვაობა ზუსტად 30 წელია...
      – რა არის ყველაზე ხანგრძლივი და ყველაზე ხანმოკლე, ყველაზე ჩქარი და ყველაზე ნელი, ყველაზე განყოფადი და ყველაზე განვრცობადი, ყველაზე უგულველყოფილი და ყველაზე დასანანი, ურომლისოდაც არაფერი კეთდება, რომელიც ნთქავს ყოველივეს, რაც პატარაა და აცოცხლებს, რაც დიდია?
      – ეს არის დრო, არაფერია მასზე ხანგრძლივი, რადგან ის მარადისობის საზომია; არაფერია მასზე ხანმოკლე, რადგან ის არ გვყოფნის ჩვენი განზრახვის შესრულებისათვის; არაფერია მასზე ნელი, ვინც ელოდება; არაფერია მასზე სწრაფი იმისთვის, ვინც ერთობა; ის დაუსრულებლად იშლება, პატარა ნაწილებად იყოფა, ყველა უგულველებელყოფს მას, ყველა გამოსთქვამს სინანულს მის დაკარგვაზე, არაფერი კეთდება უიმისოდ, ის გვავიწყებს ყოველივეს, რაც მომავალი თაობებისათვის უღირსია და დიდ ამბებს ამარადისებს.



      ერთი პატარა ნიუანსიც: ეტყობა ამ 30 წლის განმავლობაში "მზეჭაბუკიც" დაბერდა. აქამდე თუ მხოლოდ ერთი ფოთლის ამარა იყო, ახლა უკვე საფუძვლიანად შემოსილა.





წნორი, ასანური.
სიყრმე



სკოლის
პერიოდი



ჩემები


კაბინეტური
სურათები



სტუდენტობა.
30 წლის შემდეგ...



დიპლომის
დაცვა



საწარმოო პრაქტიკა
პოლონეთში



სამხედრო შეკრება
ბაქოში



ქუთაისი