გამარჯობა გიორგი! გიგზავნი ლადო აღნიაშვილის მიერ შეკრებილი ქართული ხალხური ზღაპრების წიგნის ქსერო-ასლს. ეს წიგნი ბავშვობიდან მაქვს, ბებიაჩემი მიკითხავდა ამ ზღაპრებს და ისე მიყვარს, რომ აქაც კი წამოვიღე! სულ დაწებებულია და ყველა გვერდი კარგად ვერ დავაკოპირე, მაგრამ ვიცი რომ ძალიან გაგიხარდება! გოჩა ლაღიძე. ნიდერლანდები.
P.S. ეს წიგნი მსოფლიოში ცნობილი ქართველი „რკინის კაცის“ – გოჩა ლაღიძის გამოგზავნილია (ქვეთავი 92 – „ფერეიდნელი დავით გუგუნაშვილი ღოუბანში“ და ქვეთავი 120 – „გოჩა ლაღიძე – რკინის კაცი“)! მასში თავმოყრილი ზღაპრები კი სათავადაზნაურო სასწავლებელში ქართული ენის პირველი მასწავლებლის, ქართული გუნდის პირველი დამაარსებლის და ფერეიდანში პირველი ქართველი მოგზაურის – ლადო აღნიაშვილის (ქვეთავი 4 – „პირველი ქართველები ფერეიდანში“; ქვეთავი 5 – „უფლის ხელით დახატული სასაფლაო“; ქვეთავი 19 – „ციური ბერიძე – ლადო აღნიაშვილი და ფერეიდნელი ქართველები“; ქვეთავი 28 – „ფერეიდნელები და ლადო აღნიაშვილი“ და ქვეთავი 38 – „ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილი“) შეკრებილია! აღზარდეთ თქვენი შვილები და შვილიშვილები ამ ზღაპრებზე!
|