|
სტუმრებმა კარგად რომ დაისვენეს და ქართული საუბრით გული იჯერეს, წასვლა გადაწყვიტეს. დედამ შესთავაზა, არ მოგერიდოთ, ლოგინები ბევრი მაქვს, აივანზე ყველას მაყრულად გაგიშლით საწოლს და აქ მოისვენეთო, მაგრამ მაინც წასვლა ამჯობინეს, წასვლის წინ კი მთხოვეს სიტყვა "მაყრულად" კარგად გამეშიფრა.
სტუმრების წასვლის შემდეგ სუფრას მხოლოდ ღვინო შემოვამატეთ. შემდეგ კი ეზოში გავედით. რობერტს კარგად რომ ეგრძნო კახური მიწის მადლი, ვურჩიე ფეხსაცმელები გაეხადა და ისე ევლო მიწაზე. ამ დროს ვეებერთელა მთვარეც ამოგორდა:
|