|
მოგესალმებით გერმანიიდან, ქალაქ ბონში მცხოვრები ქართველი. მე უბრალოდ ერთ-ერთი აქტივისტი ვარ. რამდენიმე ადამიანია, რომლებმაც თავი მოაბეს ამ აქციას. გერმანიიდან მხოლოდ 70 ადამიანი ვიყავით, დანარჩენები საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან და ბელგიიდან შემოგვიერთდნენ...
2008 წლის 1 სექტემბერს ბრიუსელში, ევროკავშირის შენობის წინ მოვაწყეთ აქცია, სადაც 20-მდე ინგუშიც შემოგვიერთდა. შემდეგ კი გავაკეთეთ ცოცხალი ჯაჭვი და გავეშურეთ მთავარი მოედნისაკენ.
http://de.youtube.com/watch?v=lxZbXXhzuuc
http://de.youtube.com/watch?v=to9jn7McCNw
|
ძალიან ამაღელვებელია, როცა ბელგიის დედაქალაქის მთავარ მოედანზე ქართველი ემიგრანტები "ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია"-ს მღერიან... ამაყი ვარ!
ჩვენი აზრით, ეს იყო ყველაზე დიდი აქცია საქართველოს საზღვრებს გარეთ...
გმადლობთ ქართველებო!
|
|