შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები

ირანი, ფერეიდანი



      1. მადლობას გიხდით ბატონო გიორგი ალავერდაშვილი, რომ ასე თაყვანს სცემთ ფერეიდნელებს და ფერეიდანს, ეს საიტში შევამჩნიე! რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება ძალიან ნაციონალურია და ამიტომაც ჩვენ, ქართველებს ერთმანეთი გვიყვარს, იმედია ამ სიყვარულმა ისევ ერთხელ გაერთიანოს ჩვენი დიდი საქართველო, გაბრწყინოს და გაძლიეროს, რომელმაც ორჯერ ჩამოგიყვანათ ჩვენი პატარა საქართველოში, ხომ მოგწონდაათ? იმედია ის რაც თქვენ გინდოდათ და ქსურდათ - დაგხვდათ ფერეიდანში!

      2. შენ შემოგევლო ჩემო ძმაო ქართველო გამარჯობა ძალიან ძალიან გამაცოცხლა შენი საითმა რომ ვნახე! მე იმ დროს ველოდები რომ აგვიღორძინდეს სამშობლო და ძალიანაც მეჩქარება.
      ამ პერიუდში მივხდი რომ ჩვენი მამული დიდი სუფრასა გავს რომ ხან ის და ხან ეს მოუსხდებიან და ოღონ ჭამას უწყებენ და ეს იმას წართვამს და ის იმ სხვასა. დიდსა და პატარა პოლიტოკოს თუ პოეტს თუ გლეხს თუ ვის და ვის მიუწერე საქართველოს და ქართველის სატკივარი მაგრამ არ ვიცი რატომ არა ვინ არ დამიჯერა...
      მე ფერეიდანში დავიბადე და გავიზარდე და ვიცი იქაც მოვკდები მაგრამ საქართველოს დარდების ტარება და მათი კბენა მარგინა უფალმა თუ ბედმა. არ ვიც მაგრამ ამას მივხდი რომ კაი დარდი ყოფილა და მათი ვამაყოფ.
      უკვე დამეწყო მოხუცობა და ბოლოს და ბოლოს მივხდი რომ აზრი აღარ არსებობს ისეთი კარების კაკუნსა და უნდა ხალხურად ვემსახუროთ ქვეყანასა თორემ იმასაც გადაჭამენ და დედამიწის ზურგიდან დაგვეკარგება სააკვანო!!
      აი ეს მე ვარ კარგად შემომხედე და მითხარ რომელ მოძმე ხარ და შეგვიძლია ეს ჩვენი საკრებულო იყოს თითო საუბრის სათქმელად და ცრემლის საცრემლოდ. არ ვიცი მომიწონე ნაღვლი თუ არა... ღმერთს ებარებოდე!








 

      ქრისტე აღსდგა… ძალიან ენერგიას მანიჭებს თქვენი წერილები, ბატონო გიორგი, გენაცვალე, ხათუნამ ყველაფერი კარგად იცის და გვიცნობს ჩვენ ზუსტად. მე ვცხოვრობ ნაჯაფ აბადის ამირ აბადყაზდან შაჰრში (ისპაჰანამდე 30 კილომეტრია) და გელოდები ჩამოიბრძანდე და ყოველგანი: (ირანში საქართველო) განახო, დაგათვალიერებინო: სოფლები, კუთხები, ნასოფლარები და ... ნაქართველოები!! მეც ალბათ ივნისში ჩამოვდივარ საქართველოში და აბა გავაკეთოთ, აქაც და იქაც, ერთად ვიმტკბარუნოთ ერთობის გემო! ძალიან ვხარობ თქვენით და ვძლიერდები. იმედს ვპოვობ მე!
      ღმერთს ებარებოდეთ საქართველო და ქართველებო... ამინ...

      გამარჯობა ძმაო გიორგი. შენ შემოგევლოს ჩემი თავი დიდი მადლობა ასეთი ყურადღებისათვის. გენაცვალე ძალიან დიდი მშობლიური ძალას მაძლევს თქვენი ქცევა და დიდად მაიმედებს და ვრძნობ რომ თქვენისთანა ძმების არსებობით ჩვენ ფერეიდნელ ქართველთა შეგვიძლია მოკლე ხანებში 4 საუკუნის ბაიკოტობას ბოლო წერტილი დავუსვათ. ნომერებიც ჩავიწერე და დაგირეკავ... ღმერთმან გაგახაროთ და ძალა მოვიმატოთ... დროებით... ალექსანდრე იოსელიანი. ირანი.


      3. მოგესალმები ჩემო ძვირფასო გიორგი, მე ხვიჩა სეფიაშვილი ვარ და მე მგონია ბატონო ალექსანდრეს თქვენთვის უთქვამს რომ მე მოგწერავ. ალბათ ცოტა მოგვიანებით დაგიკავშირდი და მაპატიე ხო და ბევრად დაკავებული ვიყავი. ახლა ვამაყობ ჩემი ნამდვილი ამხანაგების სიაში ისევ ერთი ნამდვილი ქართველი მომეტდა. xvicha

      ღმერთსა ვთხოვ ეს წერილი დასაწყისი იყოს ერთი დიდი ურთიერთობის. თქვენ როგორ ბრძანდებით? ხომ შვიდობაა? იმედი მაქვს სუყველანი კარგად იყნეთ და ნანატრი სამშობლოში მიდივოდეს ადვილად დროები. ალბათ რა თქმა უნდა ვინც საქართველოში იყოს და საქართველოს ჰაერს სუნთქავდეს რა უნდა უჭირდესღა?
      მე ოჯახით ერთი 50 დღეს მერე ბატონო ალექსანდრესთან ერთად ჩამოვალ ჩემი ნანატრი სამშობლოში, მე შარშან ვიყავ პირველად საქართველოში 15 დღეს და წელს უნდა ჩემი ცოლს და პატარა ნოდარიკოს დავანახო სამშობლო, სადაც 400 წელია შორს ვარ (ამინ). აბა დეგემშვიდობები და მომიკითხე შენი ოჯახი.
      გამარჯობა; როგორ მიდის თქვენთან დროები? იმედი მაქვს ოჯახში შვიდობაა და ჯამრთელობა იყოს ეს დროები როდესაც მოვდივარ საქართველოში, ჩემთვის როგორც ზღაპარია გული ცქერის და მესმის ჩემი გულის ხმა არ ვიცი როდესაც სამუდამოდ მოვდიოდე როგორი ვიქნები, ვიცი ეს ოცი დღე მალე გავა და ალბათ ვიცი ეს სიშორე სამუდამოდ დამთავრდების საქართველოში გნახავ. ოჯახი და ირაკლი მომიკითხე. ჯანსაღი გაქონდეთ! ღმერთს ებარებოდეთ (ამინ) – ხვიჩა სეფიაშვილი.

      4. გაგიმარჯოს გიორგი! მე მივხდი თქვენ აზრს, მართალი ხართ, რაც ვინახულე თქვენი საიტში ყველაფერი აინტერესებს ადამიანს, რაც ფერეიდანს შესახებ ჩაგიდებიათ და ჩაგიწერიათ ხო და ლამაზობა კი მთავარი არ არის, ეს კარგად ვიცი, მარა ამ პერიოდში ყველაზე მეტი ახალგაზრდები არიან ინტერნეტში და ეგ უფრო ცოტა მოსწონთ. თორემ ვინღაც რომ ნამდვილად ფერეიდნელების შესახებ საკითხავები აქვს და უნდა რომ მეტი გაიგოს აბა რა ხდებაო ფერეიდანში ძან მაგარი საიტია ამ ადამიანებისათვის. ეს გითხრათ რომ დიდი საქმე გაგიკეთებიათ, ეს ნიშნავს ბევრი ყურადღება გაქვთ ფერეიდანზე და გიყვარს ფერეიდნელები. ამიტომ დიდი და დიდი მადლობას გიხდით და იმედი მაქვს, რომ ღმერთმა ძალა დაგიმეტოთ მაგ საქმეში, გაიხარეთ და სულ გახარებული იყავი. აქ ფერეიდანში 400 წელი გავიარა დარდით და სევდით, ჩვენი წინაპრებმა ცრემლით შეინარჩუნეს მარტო ქართული ენა, ჰო და ტრადიციები კი დაგვეკარგა, არც წერა კითხვა და არც წიგნი..., ცარიელი ლაპარაკით შეინახეს დედა ენა. აქაურელებს დიდი სიყვარული აქვთ საქართველოზე და ამიტომაც მინდა გითხრა რომ ძალიან მენატრებით... დავით გუგუნაშვილი. ღმერთს ებარებოდეთ!
      გამარჯობათ ბატონო გიორგი!
      იმედია, სიღნაღში კაი დრო ჩაგიტარებიათ, ხომ არ წვიმდა იქ, ნესტიანი ჰაიერმა ხომ არ შეგაწუხათ? საერთოდ საქართველოს ჰაიერი და ბუნება ძალიან არაჩვევლებრივი და საინტრესულოა, მე თვითონ ბათუმი ძალიან მომწონს, ალბათ რა თქმა უნდა აბხაზეთზე რომ ყველაზე მაგარია (ლაპარაკობენ აბხაზეთზე ალბათ) ხო და ეს პატარა კუთხე მსოფლიოში გაბრწყინებულია როგორც სამოთხე, საქართველოს სახელით. იქით ქართლი, აქეთ კახეთი, ზემოთ აბხაზეთი და ქვევით მესხეთი, ნაწილ ნაწილი საქართველოს მიწა არის ჩემი სიყვარული.
      მე მგონი ფერეიდანის შესახებ ყველაფერი იცოდეთ და საჭირო არ იქნება რომ მოგწეროთ. საქართველოს ისტორია სავსე ბრძოლაით და ცრემლებით და სიხარულითაა, ხო და ფერეიდანის ისტორიაც ასეა ამ 400 წელის განმავლობაში მხოლოდ ღმერთი ყოფილა ფერეიდნელების გადამარჩნებელი, დაუმარცხებელ ქართველებმა ირანის კუთხეში არ ამოწყდეს, მე ვნახე თქვენ საიტში ციხემთას ისტორია, რომელიც გიორგი ხუციშვილს დაეწერა, თითონ იცით რები მოხდომილა ფერეიდანში ალბათ სხვა პატარა ბრძოლებიც მოხდა სპარსებთან და ლორებთან ამიტომ რომ ქართველები არ კარგავდეს ენას. ამ წინაპრებს გაუმარჯოს რომ ჩვენ დღეს ვამაყობთ მათზე, იმედია ჩვენც ისეთ ქართველები ვიყვნეთ რომ მომავალებმაც ამაყონ ჩვენზე. ამინ!
      ციხემთას ამბებს გვიამბობენ ხოლმე მოხუცები, რომელებსაც გაუგონიათ თავიანთი მამებისაგან, სოფელ ჩოღურეთში დავხდი ერთ ხელ მოხუცი მამაკაცს მინდორ წისქვილის რუვზე, ხეს ჩრდილში იჯდა და უყურებდა პირ და პირ ციხემთას და მიამბობდა; იმ კლდეებს ჰხდავო? ჩვენი პაპები იქ ამოწყვიტესო ამიტომ რომ ქართულად ლაპარაკობდნენო და არ ივიწყავდეს ქართულ ენასაო, ამიტომ რომ ქერიმხანს ფული არ გადაუხადესო და, იმხელა ქართველი კლდეების ქვევით ავსილიყოო რომ ბოლო ქართველები რომ ვარდებოდნენ ქვევითაო იმ კდარებზეო, აღარ კდებოდნენო. ვაიმე რააა ქართველი მოკლეს (მოწამეს) იქაო!!!!!!!!

ციხემთას კალთა
კლდეები ციხემთაზე

      აი რა დიდი საამაყო გვაქვთ ქართველებს სპარსეთშიც (უცხოვეთში), მარტო ეს კი არა და დედა ქეთევანი, ბიძინა ჩოლოყაშვილი პაატა გიორგი სააკაძეს შვილი, და როგორც თვითონაც იცით ბევრი სხვა და სხვაები. ბოლოს მინდოდა ვთქვა რომ ფერეიდნელებს არსოდეს არ დავიწყდებათ თავიანთ ბრწყინვალე ერის თავგადასული და ამაყობენ დიდებულ საქართველოზე, ნამდვილად ეამაყებათ, როგორც ამ 400 წელში დაუკარგიათ დედა და ობლად გაზრდილან და ახლა უპოვიათ თავიანთ დედაააააააა.
      ბევრი ჯგუფი არსებობს ფერეიდანში ქართველებს შორის, რომელებიც აკეთებენ საქმებს გამოფენების და ისტორის ქართულ სკოლების და გაზეთების და ბევრ სხვა რაიმების შესახებ. მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით და მარადიულა არს ჩვენებურობა და სამშობლოს სიყვარული ფერეიდანში.
      დიდი მადლობა სურათებისათვის, ვნახე თქვენი ლამაზ ქართულ ოჯახის სურათი, ღმერთმა შეგინახოთ და ბედნიერება და ჯანმრთელობა არ მოაკლოს თქვენ თბილ ოჯახს, ყველას გადაეცი ფერეიდან ქართველების სალამი და მოკითხვა 400 წლის სიყვარულით და მონატრებით, და პატივის ცემით.
      ერთ სურათს გიგზავნით რომელიც 1 თვეში გადავიღეთ ციხემთაზე, რომელსაც ქართული ჩოხა აცვია, მე ვარ.


დავით გუგუნაშვილი (მარცხნივ) ფერეიდნელ
მეგობრებთან ერთად ციხემთაზე

      გაიხარეთ გიორგი, მეც ძალიან გახარებული ვარ თქვენთან რომ მაქვს კავშირი და მიწერ მოწერა, საიტში ვნახე თქვენი სურათი ალავერდი-ხან უნდილაძის ხიდთან რომ გადაგიღიათ, იმედია შემოდგომაში შევხვდებით ერთმანეთს ფერეიდანში, ძალიან გაგვახარებთ თუ ჩამოხვალთ. დარწმუნებული ვარ რომ აუცილებლად მოგწონდებათ ფერეიდნელები, მეც ერთ ქართველი ვარ, რომ მაქვს ჩემი ერის და მიწა-წყალის სიყვარული, როგორც ყველა ქართველსავით. იმედია არ მოიწყენთ ჩემს საუბრებს, იცოდეთ რაც შემეძლოს დახმარება და წერილების გზავნა, მოვახერხებ, და ძან გამიხარდება ეს რომ თქვენთან კავშირი მქონდეს.

მინდორ ქარქუაში (სოფელი ჩოღურეთი)

      ირაკლის დახატული თბილისი ძალიან ულამაზესია, ჩემგან უთხარი ირაკლის რომ მაგარი მხატვარი არის ნამდვილად, სულ სხვა ნაიერადაა ის ხატი ძალიან მშვენიერი და ლამაზი იყო. ყოველდროს გახარებულნი იყავით მთელი ოჯახთან ერთად, გადაეცით მათ ჩემი სალამი და მოკითხვა. ღმერთს ებარებოდეთ! – პატივისცემით დავით გუგუნაშვილი.


”ძველი თბილისი” – ირაკლი ალავერდაშვილი
1998 წელი

      5. გამარჯობათ ბატონო გიორგი! ძალიან გამიხარდა რომ მივიღე თქვენი წერილი: ჩვენი ოჯახი ჩამოასახლეს 1979 წელს და დაასახლეს გურჯაანის რაიონ სოფელ ახაშენში. მამაჩემი ირანში შეძლებული ადამიანი გახლდათ, შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდში საქართველოში ჩამოსახლებული ფერეიდნელთაგან ყველაზე შეძლებული. ირანში ჰქონდა რესტორნები, რომლებიც მომენტალურად გაყიდა. საბჭოთა მთავრობამ მისცა უფლება თავისი ქონებით შეეძინა სხვადასხვა საქონელი ( მატერია, ოქროულობა) და ჩამოეტანა საქართველოში. ეს ყოველივე არ დარჩათ ყურადღების მიღმა შავი სამყაროს წარმომადგენლებს და მიზანში ამოიღეს უშანგი აბრამიშვილის ოჯახი. ერთ დღეს აიღეს დანები და თავს დაგვესხნენ, ეს მოხდა ჩვენი ჩამოსახლებიდან 2 თვის თავზე. ოჯახში ვიყავით 5 მცირეწლოვანი ბავშვი და მშობლები. მამა დაჭრეს, დედა შეშინდა, დაემართა სიმსივნე, 2 წელი იავადმყოფა, დაბრმავდა და გარდაიცვალა. 5 შვილიდან უფროსი რეზო (რომელიც ამჟამად ირანის ქალაქ ხონსარში მთავარი ექიმია) 14 წლის გახლდათ, ხოლო უმცროსი, ანა – 3 წლის.
      ჩვენს აღსაზრდელად მამამ კახელი ქალი მოიყვანა, რომლისგანაც ერთი და ნინო შეგვეძინა. ჩვენი ოჯახი თბილისში გადმოსახლდა, მაგრამ უბედურება ამით არ დასრულებულა. დაახლოებით 5-ჯერ დაგვესხნენ თავს ჯაბა იოსელიანის გველის წიწილები (მხედრიონელები). ოჯახი დაიღალა და დედინაცვალთან და 5 ბავშვთან ერთად ირანში ქალაქ ისპაჰანში გადასახლდა. მე მარტო დავრჩი საქართველოში, დავამთავრე ტექნიკური უნივერსიტეტი, მოვიყვანე ზესტაფონელი ქალი, მყავს 2 შვილი, ვცხოვრობ თბილისში. ბოდიშით, თავი მოგაწყინეთ! პატივისცემით, ალიკო აბრამიშვილი.

      6. გაუმარჯოს ქართველს! შვენ ვინა ხარ და სადავრელი ხარ? მე შენი საიტი მინახავს და ძალიან შამყორვებია. ღმერთმა გიშელოს! თუ ხდების და გამოგივა ერთ ცოტა თუ ბევრი საქართველოს ქალაქების და სოფლების სურათი გამომიგზავნე. მე ფანიაშვილი ვარ და ირანის ფერეიდანში ვცოცხლობ, ჩემ სახელი მაჯიდ და ჩემ ძმას სახელი საიდ არი. სურათჩი მარჯვენა მე ვარ და მარცხენა ჩემ ძმა არი. მე მიყვარს ქართველი და საქართველო! დიდი მადლობა. მაჯიდ ფანიაშვილი. ირანი.


      7. საგვარლო ძმაო, არ ვიცი რომელი სიტყვით უნდა მადლობა გადვიხადო. ნამდვილად გითხრა არა ნაირად და არასდროს ვერც მე და ვერ სხვები ვერ შეგვიძლია რომ შენ მადლობა გადგიხადოთ ამ საქმესათვის, რომელიც გაკეთე ჩვენი და რა თქმა უნდა შენი ხალხისათვის. უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა მილიარდ ჯერ. მადლობა ღმერთს რომ შენ ნაირი ქართველები არსებობენ. შენი გული ნამდვილად ძგერს ქართველობისათვის ეს ყველაფერიდან ეტყობა. ადამიანი ვინც ერთი დღეს მთლიანად არ ყოფილა ფერედანსში, ასეთი გულწრფელად და კეთილგულად და კეთილშობელად ემოკრება ქართველებს. მე არ ვიცოდი ამის შესახებ და სამწოხრად იმანთ ვინც იცოდა არ მითხრა თორემ იმ კონფერენციაში ყველა იმ ხალხს ვაჩვენებდი და ვეტყოდი შენს დიდ საქმეს მაგრამ არაოშავს მე ყველა იმ ხალხს მივწერე შენი საიტის მისამართი და შენს შესახებ.
      საგვარლო თანანერგო და თანაფესვო თუ მთელი ტყეების ხეები კალამად და მთელი ზღვას წყალები მელანად მოიქცნენ ვერ შეუძლიათ დაწერონ შენი საქმის ღირსი. შენ დიდი საქმე გაგიკეთებია. მალე მოგწერ ისევ წერილსა. დამელოდე და მიპასოხე ძალიან მენატრება შენი ნახვა ისევ ვაპირებ ჩამოსვლას ერთ თვეში. აუცილებლად გნახავ. მიესალმე სამშობლოს და ქართველებს და შენს ოჯახს. შენი პატარა ძმა და ქართული ენის მონა-მორჩილი საიდ მულიანი. ღმერთს ებარებოდე!

      8. გამარჯობა ბატონო ალავერდიშვილი! როგორ ხართ, ხომ კარგად ხართ თქვენ და თქვენი ოჯახი? მინდა მადლობა მოგიხადოთ ასეთი დიდ საქმეს გაკეთებისთვის! ძაან მაგარი საქმე გაგიკეთავთ! daviti

      იცით რა არი? მე 2 კვირაში დილობიდან საღამომდე როსაც უქმაოდ ყოფილვარ დაახლოებით 5 საათს ამ ვებ-გვერდში ვარ და ვათორიალებ და ვერც გამამსვლია ყველაფერი წავიკითხო მხოლოდ თითოროლა წავიკითხავ და ეს მინდა გითხრათ რო ეხლა მივხდი რო რამდენი დრო და ენერგია ამ საქმეს ნდომია. ისევ ვუმბობ ძაან დიდი საქმე გიკეთავთ და ისევ და ისევ მინდა ძაან მაგარი მადლობა მოგიხადოთ ასეთი მაგარი საქმეს გაკეთებისთვის. კარგად იყავით და მომიკითხეთ თქვენი ოჯახი და ყველა მაგარი ქართველი. ღმერთს ებარებოდეთ! დავით დავითაშვილი. 22.10.2008; 15:56. ისპაჰანი.
      P.S. I. ამ წერილის ავტორი ჩემი მეგობარი და მუდმივი მასპინძელია ისპაჰანში, მისი ძმა რევაზი კი ფერეიდანში. მიუხედავად დიდი ხნის ურთიერთობისა, დავითი ისევ გვარით მომმართავს. ამასთან დაკავშირებით მინდა შეგახსენოთ ენათმეცნიერის, ქალბატონ დარეჯან ჩხუბიანიშვილის მიერ დავითის მშობლების ოჯახში ყოფნისას ჩანიშნული სიტყვები: ”დავითაშვილმა იცის”, ”დავითაშვილო, მაჲტანე”... ასე ასახელებდა თავის მეუღლეს თურანა. ჩემს კითხვაზე, თუ რატომ მიმართავდა თავის ქმარს გვარით, თურანამ განმიმარტა: სახელი რომ დავუძახო, ალი-რეზა უნდა ვთქვაო, ეს ”ექაური” სახელია, დავითაშვილი კი ”ჩონებურია”, ქართულიაო”.
      P.S. II. ყოველთვის ინტერესით ვკითხულობ ჩვენი ერის შვილების წერილებს და მეამაყება რომ ასეთი საამაყო ქართველები იბადებიან ქვეყნისგან მოშორებით. იმის და მიუხედავად რომ დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ ვერ ვიცნობ ვერცერთ ფერეიდნელ ქართველს, გადმოცემით და სხვა ინფორმაციული საშუალებებით მჯერა, რომ ბევრი, თუნდაც ქართველობაში მისაბაძია. გენაცვალეთ და გაიხარეთ ქართველებო! ზაზა გაბაიძე. ბათუმი.


daviti

      9. HAPPY EASTER! I have the pleasure to express my warmest greetings and wish you a blessed & joyful EASTER by sending the attached card. With Best Wishes and Regards, M. R. SAHAB, Sahab G. D. I., Tehran.

      10. გიორგი გამარჯობა! ძალიან მოხაროოლი ვარ რომ შენ ჩვენი მეგობარი ხარ და ძალიან მინა ირანში გნახო ჩემო ძმაო. ღმერთს ებარებოდეთ! აქბარ მოყადასი. ირანი. ყუმი.


      11. გაგიმარჯოს გიორგი! წავიკითხე 128-ე ქვეთავი რამინის შესახებ, ძალიან კარგი და კეთილი ოჯახნი არიან, კარგად ვიცნობ გოგას და მისი ოჯახსაც და სიმამრსაც. გოგა ერთ-ერთი პირველი იმ ფერეიდნელებიდან იყო, რომელიც შევარდნაძის დროს აპირებდა საქართველოში და ამიტომაც ბევრი იწვალა. მე მახსოვს გოგა როცა დადიოდა ხოლმე საქართველოში და მაინც ვერ ახერხებდა იქ დამკვიდრებას, ის რომ შენ შემოგევლე, ჩემო გიორგი, რომ ყველანაირად რითაც შეგიძლია ყველას ყველა ფორმაში ეხმარები ფერეიდნელებს, მე მგონი შენ რაღაცნაირად ფერეიდნელების მფარველ ანგელოზი ხარ საქართველოში! არ იწყინო, ამას სერიოზულად გეუბნები, მე ყველა წარმატებას გისურვებ შენი კეთილგანწყობილ საქმებში. ვიღაცა უცნობი მეგობარი ირანიდან.





საქართველო


ქართული დიასპორა


ირანი, ფერეიდანი