გამარჯობათ ბატონო გიორგი, ძალიან მიხარია თქვენი მოგზაურობის გამო, სამწუხაროდ ვერანაირად ვერ ვახერხებ სტამბოლის ნახვას, თუმცა ძალიან მინდა. ბატონი ორჰანი ძალიან გაიხარებს თქვენი სტუმრობით. მე აგრეთვე ვიცნობ სტამბოლში მცხოვრებ გურჯს, ბატონ იმერ ზუმბაძეს, რომელიც არის ქართული რადიოს ხელმძღვანელი, საკმაოდ საინტერესო და განათლებული ადამიანია. რამდენიმე სიმღერაც კი გავუგზავნე გურჯი მსმენელებისთვის. ბატონი იმერი გიორგი კალანდიას ერთ-ერთ ფილმშიც კია გადაღებული, რომელიც ან ფილმში მოგვითხრობს ,,მარიობის” (იქ მხოლოდ ფესტივალის სახე აქვს) შესახებ და დასთან ერთად აჭარულს ცეკვავს. მე მგონი ბატონი ორჰანი იცნობს მას. ჩემს მეორე გურჯ შვილობილს, ომარ დემირტაშს ამ ზაფხულს ქორწილი აქვს და მეპატიჟება ბურსაში, ხოლო ბატონი ნური თორუნი კვლავ მიგზავნის წამლებს ართვინიდან.
ბატონ ორჰან ბერიძისთვის გადასაცემად გიგზავნით ომაზ ჩხეიძის ისტორიულ რომანს „გახლეჩილი რწმენა“, სადაც ასახულია ოსმალთა მიერ მიტაცებულ ისტორიულ მესხეთში აბორიგენი ქართველი მოსახლეობის გამაჰმადიანება-გათურქების პროცესი. პატივისცემით მერი რაზმაძე-მეტრეველი. ბორჯომი.
|