ახლა კი სტამბოლში

ORHAN BERİDZE – თურქეთის ქართველი

ნაწილი VI

სტამბოლური საღამო





      სტამბოლის ქუჩებში გვიან საღამომდე ვისეირნეთ. ძირითადად უცხოელი ტურისტები გვხვდებოდნენ. სამახსოვრო სუვენირებიც შევიძინეთ. აღსანიშნავია რომ თითქმის ყველა მაღაზიაში სხვადასხვა ენებზე მოსაუბრე გამყიდველები ჰყავთ, ძირითადად ინგლისურ და რუსულ ენაზე მოსაუბრენი. გვხვდებოდნენ ქართველებიც. ჩვენც ვცდილობდით მათგან აუცილებლად რამე შეგვეძინა.
      დაღლა ნამდვილად არ გვიგვრძნია, მაგრამ ღამის გასათევადაც ხომ უნდა გვეზრუნა. გადავწყვიტეთ სასტუმროში დაბინავება, მაგრამ ბატონმა ოთარმა საკუთარ ბინაში მიგვიპატიჟა, ჩემი ქალიშვილები და მეუღლე მოუთმენლად ელოდებიან სოფიკოს და სასტუმროში არაფრის დიდებით არ გაგიშვებთო. ჩვენც სიამოვნებით დავთანხმდით. ბატონმა ოთარმა თავის ძმას გადაურეკა, რომელიც მალევე მოვიდა მანქანით და ბერიძეების ოჯახში წაგვიყვანა.




1. საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციაში


2. "ლურჯი მეჩეთი"


3. სტამბოლის ცენტრში


4. აია სოფია – HAGIA SOPHIA


5. ქალბატონ მანანა გურგენიძესთან


6. სტამბოლური საღამო


7. ოთარ ბერიძის ოჯახში


8. ქართული ხელნაწერები


9. ოთარ ბერიძის მამის საფლავთან


10. ხიდი ევროპასა და აზიას შორის


11. ბოსფორის სრუტე


12. სტამბოლის ქუჩებში


13. მართლმადიდებლურ ეკლესიაში


14. ძველ უბანში


15. ისევ ასოციაციაში


16. გამოსამშვიდობებელი სადილი


17. აქსარაის ემნიეთ გარაჟი