|
როგორც ყველასათვის ცნობილია სტამბოლი ერთდროულად ორ კონტინენტზე მდებარეობს ევროპასა და აზიაში, ერთმანეთისაგან გამოყოფილია ბოსფორის სრუტით. სტამბოლს ჩრდილოეთიდან შავი ზღვა, სამხრეთიდან კი მარმარილოს ზღვა ესაზღვრება.
ბოსფორის პირველი, დაკიდებული ხიდი 1973 წელს, თურქეთის რესპუბლიკის 50 წლისთავთან დაკავშირებით ააგეს. ხიდი ფეხით მოსიარულეთათვის დაკეტილია, რადგან წინათ, თვითმკვლელობის მიზნით, ხიდიდან გადახტომა ხშირი იყო.
სხვათაშორის ხიდზე მანქანით გადასვლა ფასიანია! შეგიძლიათ გადაიხადოთ ნაღდი ფული, მაგრამ პლასტიკური ბარათით ბევრად იაფი დაგიჯდებათ.
|