ახლა კი სტამბოლში

ORHAN BERİDZE – თურქეთის ქართველი

ნაწილი IX

ოთარ ბერიძის მამის საფლავთან

      მეორე დილით ბატონმა ოთარმა მითხრა: თუ გნებავთ ასე პოროგრამა გავაკეთოთ: ვინაიდან სტამბოლი ძალიან დიდი და ისტორიული ქალაქია, ერთ დღეც არ გვეყოფა, ამიტომ მარტო ცენტრები დავათვალიერებთ უფრო მეტი. მე კი ვთხოვე რომ პატარა კორექტირება გაგვეკეთებინა პროგრამაში. კერძოდ, პირველ რიგში მისი წინაპრების და განსაკუთრებით კი მამის საფლავის მონახულება მინდოდა და მერე, რასაც მოვასწრებდით. ბატონ ოთარს ნამდვილად გაუკვირდა ჩემი თხოვნა „მამას საფლავი სტამბოლშია, წინაფრების კი შორს არის, ქალაქ გირესუნში. გირესუნი შავი ზღვისპირაშია. უფრო საქართველოს ახლოსაა“-ო, ასე მიპასუხა.
      გემრიელი საუზმის შემდეგ დავემშვიდობეთ ჩვენს გულთბილ მასპინძლებს და გარეთ გამოვედით, სადაც დასუფთავებული ფეხსაცმელები გველოდა. ბატონმა ოთარმა თავის დისშვილს დაურეკა, რომელიც მაშინვე მანქანით მოვიდა და სტამბოლის გარეუბანში, ძველ სასაფლაოზე წაგვიყვანა.
      სასაფლაო საკმაოდ სუფთად იყო მოვლილი. ყველაფერს მზრუნველი ხელი ეტყობოდა. მალე ოთარის მამის, ბატონ დურსუნ სარდაღის საფლავთანაც მივედით.






      მამის საფლავზე მისულ ბატონ ოთარს თავისივე სიტყვები შევახსენე, რომლებმაც ნამდვილად შესძრა მსოფლიო ქართველობა:
      „ქართულ ლაპარაკს რომ ვისწავლე, მამიკოს საფლავზე წავედი და მე ვთქვი რომ „მამიკო, შენ გენაცვალე! მე შენი შვილი ორჰანი ვარ, მე ბავშვებისას ქართულად ლაპარაკი არ ვიცოდი. მაშინ შენ ამბობდი რომ, შვილო, ქართული ანბანი არი, საქართველო არი, ჩვენი ნამდვილი კულტურა არი“. მამიკო, ახლა კი მე ვისწავლე ქართულად ლაპარაკი ან ქართულ კულტურა. მამიკო, ადექი ერთ საათ ქართულად ვილაპარაკოთ, მერე საფლავში ერთად ჩავწვეთ.
      კიდევ პაპას პაპას წერილი დავიწერე: მეთქი, „დიდად პატივცემულო ბაბუას ბაბუავ! მე შენი შვილის შვილი ვარ. შენ გენაცვალე. ღმერთმა შენს და ყველა მკვდარი ბაბუებს გაანათლოს. მე ქართულად ლაპარაკი ან ქართულ კულტურა ვისწავლე. მგონია შენ კითხვა ან წერა არ იცოდი. მე კი კითხვა-წერა ვისწავლე. ბაბუაკო, ყველამ ადექით საფლავიდან, ერთ საათ ქართულად ან ქართულ კულტურას შესახებ დავილაპარაკოთ და მერე ერთად დავწვოდ საფლავში“. მერე ვიტირე...“
      ჩანთიდან ამოვიღე ცელოფანის პაკეტით რუსთაველის გამზირიდან აღებული ქართული მიწა და საფლავზე გადავშალე... რაც მოხდა შემდეგ, ალბათ სიტყვებით ვერ გადმოვცემ და არც შევეცდები...











1. საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციაში


2. "ლურჯი მეჩეთი"


3. სტამბოლის ცენტრში


4. აია სოფია – HAGIA SOPHIA


5. ქალბატონ მანანა გურგენიძესთან


6. სტამბოლური საღამო


7. ოთარ ბერიძის ოჯახში


8. ქართული ხელნაწერები


9. ოთარ ბერიძის მამის საფლავთან


10. ხიდი ევროპასა და აზიას შორის


11. ბოსფორის სრუტე


12. სტამბოლის ქუჩებში


13. მართლმადიდებლურ ეკლესიაში


14. ძველ უბანში


15. ისევ ასოციაციაში


16. გამოსამშვიდობებელი სადილი


17. აქსარაის ემნიეთ გარაჟი