|
გზად მიმავალმა ბატონ ოთარს ვკითხე, რამე განსაკუთრებული წესი ხომ არ არსებობდა სტუმრებისთვის. გვიპასუხა – ბინაში შესვლის წინ ფეხსაცმელები სადარბაზოში უნდა დავტოვოთ, შიგნით კი არავითარი პრობლემა არ იქნებაო.
ბატონმა ოთარმა როგორც კი დარეკა, კარები მაშინვე გაიღო, სადაც მისი მეუღლე, ტყუპი ქალიშვილები – ქუბრა და ბუშრა, ვაჟიშვილი – სეფა და სიდედრი გველოდებოდნენ. მასპინძლებმა ძალიან თბილად მიგვიღეს და ბინაში შეგვიპატიჟეს.
პირველ რიგში, რაც შევამჩნიეთ იყო თაროებზე სათუთად დაწყობილი ქართული წიგნები. ბატონმა ოთარმა საქართველოს ისტორია და დედა ენა გადმოიღო. დედა ენა გადავშალეთ იმ გვერდზე, სადაც „თოხი“ ეწერა და სამახსოვრო სურათები გადავიღეთ.
|